მიწოდების სერვისი

მიწოდების ვადები საქართველოს ფარგლებში.

მიწოდება საქართველოს ფარგლებში ხორციელდება შვიდი დღის განმავლობაში. მას შემდეგ რაც კლიენტს ეცნობება რომ მიღებულია შეკვეთის საფასური.

მიწოდების ღირებულება და პროცედურა.

საქართველოს ფარგლებში მიწოდება ხორციელდება უფასოდ .საქონლის მიწოდების ღირებულების გადახდა საქართველოს ფარგლებს გარეთ  ხორციელდება DHL—ის ტარიფის შესაბამისად. შეკვეთის განხორციელების შემდეგ თუ შეიცვლება მიწოდების მისამართი, საფასურიც შესაბამისად შეიცვლება.

საქონლის მიწოდების დღეს კურიერი ტელეფონით შეგითანხმებთ მიწოდების ზუსტ დროს.

თუ შემკვეთი შეთანხმებულ დროს არ აღმოჩნდება აღნიშნულ მისამართზე, შეკვეთა დაბრუნდება მაღაზიის საწყობში. განმეორებითი მიწოდებისას საფასური განისაზღვრება კურიერული კომპანიის ტარიფის შესაბამისად. მეორედ მიტანის შემთხვევაში თუ დამკვეთი ისევ არ აღმოჩნდება მისამართზე შეკვეთა გაუქმდება და დაბრუნდება საწყობში.

შეკვეთის საფასურის დაბრუნება მოხდება შემკვეთის წერილობითი განცხადების საფუძველზე. მოწოდების საფასური არ დაბრუნდება.

შეკვეთის მიღებისას კურიერის თანდასწრებით შეამოწმეთ ასორტიმენტი, კომპლექტურობა, რაოდენობა, ხარისხი და სხვა მახასიათებელი (ყაიდა, ზომა, ფერი) იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ შეესაბამება თქვენს მიერ შეკვეთილს, შეგიძლიათ არ მიიღოთ; კურიერის მიერ შემოთავაზებულ აქტში უარის მიზეზის აღნიშვნით. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის საფასური გადახდილია საფასურის დაბრუნება (მიწოდების საფასურის გარდა) მოხდება თქვენი წერილობითი განცხადების შემდეგ ათი დღის განმავლობაში.

  • Товар 4
  • Товар 1
  • Товар 2
  • Товар 3
  • Товар 6
  • Товар 5
Official Store \ Georgian National Olympic Committee © 2024