ჩვენს შესახებ

ძვირფასო ოლიმპიელებო, ოლიმპიური გუნდის გულშემატკივრებო!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ინტერნეტ-მაღაზია — ეს არის საშუალება მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ოლიმპიურ გუნდს XXII ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში 2014 წელს.

2013 წელს მაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებაზე.

წარმოადგინო ქვეყანა ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც არის ოლიმპიადა ეს არის დიდი პატივი ნებისმიერი ქვეყნისა და სპორტსმენისათვის. ოლიმპიური მედალი ყველაზე ძვირფასი და სასურველი ჯილდოა.

ოლიმპიადის დაწყებამდე ოთხი წლით ადრე სპორტსმენები იწყებენ სერიოზულ მზადებას. ყოველდღიური თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად აღწევენ უმაღლეს მწვერვალებს. თითოეული მონაწილისათვის დიდად მნიშვნელოვანია გრძნობდნენ მხარდაჭერას, როგორც ახლობელი ადამიანებისგან, ასევე გულშემატკივრებისა და თვისი ქვეყნის მოქალაქეებისაგან, რომლებიც აფასებენ სპორტსმენების შრომას, გულშემატკივრობენ ჩვენს ოლიმპიელებს და ამაყობენ ქვეყნის გმირების გამარჯვებებით.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ოფიციალური ინტერნეტ-მაღაზია წარმოგიდგენთ სოჭი 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის ოფიციალური ეკიპირების მაღალტექნოლოგიურ ოლიმპიურ კოლექციას. მრავალტექნოლოგიური სპორტული სამოსი ეროვნულ ფერეში და ეროვნული სიმბოლოებით გადაწყვეტილი ექსკლუზიური დიზაინით, იქცევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად, რომელიც განაპირობებს თამაშებით ქვეყნის იმიჯის სათანადოდ და მკაფიოდ წარმოჩენას.

ოლიმპიურ ინტერნეტ-მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც კოლექციის ცალკეული ნივთები, ასევე სრული პერსონალური კომპლექტი.

ოლიმპიურ ინტერნეტ-მაღაზიაში საქონლის შეძენისას თქვენ უწევთ განსაკუთრებულად დიდ მხარდაჭერას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გუნდს და უერთდებით ოლიმპიურ ოჯახს.

გაყიდული კოლექციიდან შემოსული სახსრების ნაწილი იქნება მიზნობრივად მიმართული საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მომზადებაში.

  • Товар 4
  • Товар 1
  • Товар 2
  • Товар 3
  • Товар 6
  • Товар 5
Official Store \ Georgian National Olympic Committee © 2024