ხელშეკრულება

“MMG GEORGIA” ხელშეკრულების პირობები

 

მოგესალმებით “OLYMPICSHOP.GE”-ის ვებ გვერდზე. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები (“ხელშეკრულება”) სავალდებულოა თქვენთვის  და კომპანია “MMG GEORGIA”-სთვის. აღნიშნული კომპანია შემდგომში მოხსენიებულია როგორც “MMG GEORGIA”, “ჩვენ” ან “ჩვენი.” გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ვებ-გვერდის ან “MMG GEORGIA”-ს ნებისმიერი  მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ისევე, როგორც ჩვენი “ინფორმაციის დაცვის  პირობებზე” (გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.pay.ge/Cnt/privacy  და ინკორპორირებულია აქ მითითების სახით). ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით  ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ვებ-გვერდით ან ჩვენი მომსახურებით, ასევე მიუთითებს კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე, რომლის სახელითაც ეს პირი შედის  ვებ-გვერდზე ან სარგებლობს ჩვენი მომსახურებით.

 

ჩვენი მომსახურება

 

   “ OLYMPICSHOP.GE ” არის ონლაინ მაღაზია, რომლის მიზანია, შესაძლებელი გახადოს ხალხისათვის საკუთარი პროდუქტების შეძენა და ინტერესების  ორგანიზება, საკუთარი ინტერესების  ირგვლივ რეკომენდაციების  მიღება (“მომსახურება”) ჩვენი ვებ-გვერდის, კერძოდ OLYMPICSHOP.GE მეშვეობით, ასევე სხვა ონლაინ სივრზის  მეშვეობით, რომელიც გვეკუთვნის ან იმართება ჩვენს მიერ. ასეთია, მაგალითად, ჩვენი “facebook”- ისა და “twitter”-ის აპლიკაციები.

 

ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით  პირობითი სარგებლობა

 

  თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ “ OLYMPICSHOP.GE ” - ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  თქვენ:

 

 

•          იმოქმედებთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

•          არ მოახდენთ “ OLYMPICSHOP.GE ” – ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში“ MMG GEORGIA ” – ს წინასწარი                  წერილობითი თანხმობის გარეშე;

•          წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას ანგარიშის გახსნისას ან/და ჩვენი მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებისას;

•          ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის, პირად ანგარიშსზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რაც ხორციელდება                      თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის დროს, ან თქვენი პირადი ანგარიშის მეშვეობით “ OLYMPICSHOP.GE ” – ით სარგებლობის დროს;

•          არ გამოიყენებთ “ OLYMPICSHOP.GE ” – ს ნებისმიერი  პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას, კომერციული მიზნების მისაღწევად;

•          არ გამოიყენებთ “ OLYMPICSHOP.GE ” – ის მიერ წარმოდგენილ კომუნიკაციის სისტემებს  ან “ OLYMPICSHOP.GE ” –ზე  შექმნილ კონტაქტებს კომერციული მიზნების მისაღწევად;

•          ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის რაიმე საკითხის  ფორუმზე განხილვაზე, პროფილის ინფორმციაზე, ბმულებზე, სურათებისადა სხვა მსგავსი სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე და მასალებზე („კონტენტი“), რომელსაც თქვენ ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე.

•          ადასტურებთ,  რომ თქვენ გეკუთვნით ან ფლობთ საჭირო უფლებებს, ნებართვებს და თანხმობებს  საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ “ OLYMPICSHOP.GE ” – ს, რათა მან გამოიყენოს  ყველა და ნებისმიერი  თქვენს მიერ  "OLYMPICSHOP.GE ” – სთვის  გაგზავნილი ფაილი ამ ხელშეკრულებით “ OLYMPICSHOP.GE ”– ისათვის  მინიჭებული უფლების შესაბამისად;

•          აქვე, “ OLYMPICSHOP.GE ” – ით სარგებლობისას ან  “ OLYMPICSHOP.GE ” – ის მიერ ნებადართული, თუმცა სხვა დეველოპერის მეშვეობით შექმნილი პროგრამით სარგებლობისას, თქვენ ანიჭებთ “OLYMPICSHOP.GE ” – ს თითოეულ მომხმარებელს არაექსკლუზიურად უფლებას, რომ ამ უკანასკნელისათვისხელმისაწვდომი გახდეს თქვენს მიერ “ OLYMPICSHOP.GE ” – ის მეშვეობით გაგზავნილი კონტენტი  და მან გამოიყენოს, მოახდინოს რეპროდუქცია, გაავრცელოს, წარმოადგინოს და შეასრულოს, ასევე მოამზადოს მეორადი ნაწარმოები ამ კონტენტიდან. ყოველივე ზემოთ აღნიშნული  შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს დაშვებულია  “ OLYMPICSHOP.GE ” –ის ფუნქციონირებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;

•          არ გაგზავნით კონტენტს, რომელიც დატვირთულია საავტორო უფლებით ან წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრების უფლების ობიექტს, რაც  გულისხმობს კონფიდენციალურობის, საჯაროობის, კომერციული საიდუმლოებისა  და სხვა მსგავსი პრინციპების დაცვას, გარდა იმ   შემთხვევისა  თუ თქვენ ხართ აღნიშნული უფლებების  მესაკუთრე ან გაქვთ სათანადო ნებართვა ამ  უფლებების კანონიერი მესაკუთრისაგან,  რათა კონკრეტულად ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ “ OLYMPICSHOP.GE ” – ს; 

•          აქვე ადასტურებთ,  რომ ჩვენ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ, არის თუ  არა ნებისმიერი თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია   სათანადო და შეესაბამება თუ  არა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, წავშალოთ ნებისმიერი  ან/და ყველა თქვენი გზავნილი, და  დავხუროთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.

 

 

თქვენი ანგარიში და “ OLYMPICSHOP.GE ”-ის პროფილი

 

  “ OLYMPICSHOP.GE ” – თან ანგარიშის გახსნის მეშვეობით დარეგისტრირება (ან პირდაპირ ჩვენთან დარეგისტრირების ან “ OLYMPICSHOP.GE ” – ის პროგრამისათვის თქვენი „Facebook“–ის პროფილის მეშვეობით მიერთების  ნების დართვის სახით) აუცილებელია იმისათვის,  რათა გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ვებ-გვერდზე ან მიიღოთ ნებართვა საიმისოდ, რომ თქვენთვის  ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული სახის მომსახურება/პროდუქტები თუ  თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას ან “ OLYMPICSHOP.GE ” პროფილის შექმნას, თქვენ ამით დაეთანხმებით  იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ  ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის  (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა “ PAY“ „ანგარიშს“).

 “ OLYMPICSHOP.GE ” – ის ვებ-გვერდზე  ავტორიზაცია და მისი  მომსახურებით სარგებლობა თქვენი “PAY„ ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი  სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით  სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა   “ OLYMPICSHOP.GE ” – ის მიერ, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ შეგიძლიათ რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს მაგიერ.

“ OLYMPICSHOP.GE ” -ი ეყრდნობა „PAY“ ანგარიშს, რათა განსაზღვროს არიან თუ  არა მომხმარებლები უფლებამოსილნი იმისათვის,  რომ შევიდნენ  ვებ-გვერდზე  ან ისარგებლონ მისი  მომსახურებით. თუ ვინმე შევა ჩვენს ვებ-გვერდზე  ან ისარგებლებს მომსახურებით იმ „PAY“ ანგარიშის მეშვეობით, რომელიც ჩვენ გავეცით თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ „PAY“ ანგარიშს და ვივარაუდებთ,  რომ ვებ-გვერდზე  შეხვედით  თქვენ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი  და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით  სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი „PAY“ ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ  გაიგებთ, რომ თქვენი „PAY“ ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

 

 

საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა

 

 თქვენ აცნობიერებთ, რომ იმ ინფორმაციის დიდი  ნაწილი, რასაც ჩვენ გიგზავნით (როგორიცაა გზავნილები და მოსაწვევები, არის გამოგზავნილი სწორედ იმ მიზნით, რომ “ OLYMPICSHOP.GE ”მ მოახდინოს მისი  გამჟღავნება სხვადასხვა გზით. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ვრცელდება რაიმე სახის ვალდებულება კონფიდენციალურობის  დაცვასთან დაკავშირებით. სხვა სახის ინფორმაცია, როგორიცაა ინფორმაცია საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილ იქნა შეთავაზების   შეძენისას, შეინახება ჩვენი პარტნიორი ბანკის მონაცემთა ბაზაში, რომელიც სრული პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციაზე, და რომელზეც ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი და არც ვაკონტროლებთ მას. თქვენ თანახმა ხართ, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით, შეიძლება გამჟღავნებულ იქნეს ჩვენს მიერ “ OLYMPICSHOP.GE ” -ის პარტნიორების წინაშე მათი კომერციული მიზნებისათვის, მათ შორის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შეთავაზების განხორციელება.

   ჩვენი ინფომაციის დაცვის  პოლიტიკა განმარტავს, თუ  როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ  და ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომელიც ეხება თქვენს პირად ინფორმაციას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენსა და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს და ინკორპორირებულია ამ ხელშეკრულებაში მითითების სახით. დაწვრილებითი  ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ინფორმაციის დაცვის  პოლიტიკა შემდეგ ვებ-გვერდზე:  WWW.OLYMPICSHOP.GE .

 

   ნებისმიერი  ურთიერთობა თქვენსა და “ OLYMPICSHOP.GE ” – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების  გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი  ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

 

ხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებული წესები

 

  ვებ-გვერდით სარგებლობის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და მიიღოთ ხელმისაწვდომობის უფლება სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და მასალებზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კონტენტს.“ კონტენტი  ასევე მოიცავს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე გაგზავნილ ინფორმაციასა და მასალებს. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ შეასწორებთ ან დაამახინჯებთ სხვების  მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას (მათ შორის                   “ OLYMPICSHOP.GE ” – ის მიერ ნებადართულ რეკლამასა და სარეკლამო აქციებს). თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ არ გაგზავნით ან გამოიყენებთ არც ერთ კონტენტს ნებისმიერი  სახით, რაც:

•          არღვევს სხვების  საავტორო, სასაქონლო ნიშნის, კომერციული საიდუმლოების, ინტელექტუალურ ან ნებისმიერ სხვა საკუთრების  უფლებას,

•          არღვევს მესამე მხარის კონფიდენციალურობის, საჯაროობის, ან სხვა უფლებებს,

•          „OLYMPICSHOP.GE ” – ის ერთპიროვნული შეხედულების თანახმად არის უკანონო, ცილისმწამებლური, დისკრიმინაციული, პორნოგრაფიული, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის  გამომხატველი, დამჩაგვრელი, სიძულვილის გამომხატველი, ან წაახალისებს იმგვარ ქმედებას რაც ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, გამოიწვევს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, დაარღვევს ნებისმიერ კანონს, ან სხვაგვარად იქნება შეუთავსებელი,

•          არის ყალბი ან არაზუსტი

•          შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ჩვენი კომპანიის, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიის, ჩვენი პარტნიორი კომპანიების, ჩვენთვის  რეკლამის გამწევი პირების, ან სხვა მხარეებისათვის.

 

 

  ჩვენ ვცდილობთ აღვასრულოთ ეს წესები ყველა ჩვენი მომხმარებელის მიმართ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ჩვენი ვებ-გვერდითა ან მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ მაინც აღმოჩნდეთ დაუცველი იმგვარი ინფორმაციის მიმართ, რომელიც არღვევს ჩვენს კონტენტის  პირობებს ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელია. თქვენ შეგიძლიათ მაინც ისარგებლოთ ვებ-გვერდითა და მომსახურებით  აღნიშნული რისკების საკუთარ თავზე აღების პირობით. ჩვენ შეგვიძლია, თუმცა ვალდებულნი არ ვართ, გავაუქმოთ მომხმარებელთა ანგარიშები ან/და წავშალოთ კონტენტი  ვებ- გვერდიდან იმ შემთხვევაში, თუ  ჩავთვლით ან ეჭვი  გაგვიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიშები ან კონტენტი  არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ან იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც დადებულია შეურაცხყოფის განმახორციელებელ მოხმარებელთან (მომხმარებლებთან). ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა  თქვენს დაუცველობაზე ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, ეს კონტენტი  არღვევს ჩვენს კონტენტის  პირობებს თუ  არა.

 

 

მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები

 

  ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ვებ-გვერდითა და მომსახურებით  სარგებლობა იყოს სასიამოვნო გამოცდილება ყველა ჩვენი მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ განახორციელებთ ნებისმიერ  ქვემოხსენებულ ქმედებას:

•          ნებისმიერი  უკანონო ღონისძიების  განხორციელება ან რეკლამირება ჩვენი ვებ-გვერდის ან მომსახურების  მეშვეობით;

•          არასრულწლოვან პირებზე მავნე გავლენის მქონე ნებისმიერი  ობიექტის  ატვირთვა, გავრცელება ან დაბეჭდვა;

•          ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნის ან  რაიმე მცდელობა იმისათვის,  რათა გამოანგარიშებულ იქნეს პროგრამის საწყისი  კოდი (მათ შორის ინსტრუმენტები, მეთოდები, პროცესები  და ინფრასტრუქტურა),  რასაც ემყარება და რითიც ფუნქციონირების საშუალება ეძლევა ვებ-გვერდს;

•          ვებ-გვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობა, რისი უფლებაც თქვენ არ გაქვთ;

•          ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის,  რომ შექმნილ  იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;

•          ნებისმიერი  ავტომატური ან მექანიკური  პროცესის გამოყენება ვებ-გვერდიდან ან მომსახურებიდან  რაიმე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მოსაძებნად, ან ვებ-გვერდისა და მომსახურების  გამართულ ფუნქციონირებაში ჩარევის მიზნით; 

•          საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება.

 

 

 ბმულები მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე

 

  ჩვენ არ ვანხორციელებთ კონტროლს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებზეც “ OLYMPICSHOP.GE ” – ს აქვს ბმულები. “ OLYMPICSHOP.GE ” – ს შეიძლება ჰქონდეს ბმულები მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე, რომლებიც არ ეკუთვნიან, არც იმართებიან ან კონტროლდებიან “ OLYMPICSHOP.GE ” – ის მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ და არ ვიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მსგავსი ვებ-გვერდების  ან მათი მფლობელი კომპანიების კონტენტისათვის, ინფორმაციის დაცვის  პოლიტიკის  ან საქმიანობისათვის. ასევე, ჩვენ ვერ და არ ვამოწმებთ ან ვასწორებთ მესამე მხარის ვებ-გვერდზე  არსებულ კონტენტს. “ OLYMPICSHOP.GE ” –ით სარგებლობით თქვენ პირდაპირ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი  და ყველა პასუხისმგებლობისაგან, რაც წარმოიშობა თქვენს მიერ ნებისმიერი  მესამე მხარის ვებ-გვერდით სარგებლობიდან.

 

 

პროდუქტები

 

1. ფუნქციონირება

 

  კონკრეტული შეთავაზების შეკვეთისას, თქვენ ადასტურებთ მზადყოფნას, რომ შეიძინოთ  ის პროდუქტი, რომელიც თქვენ შეარჩიეთ მასზე არსებული შეზღუდვებისა და შესაბამისი  პირობების გათვალისწინებით. როგორც კი დააფიქსირებთ შეკვეთას, და აირჩევთ სასურველი გადახდის  ხერხს თქვენ მიიღებთ შეკვეთის  მიღების დადასტურებას ელექტრონული ფოსტით.

 

  აუცილებელია “PAY” – ს ანგარიშის გახსნა (რეგისტრაციის  გავლა). ანგარიშის არსებობა აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ შესაბამისი  ინფორმაციის შეგროვება საიმისოდ, რომ თქვენ შეთავაზებისათვის თანხის  გადახდის  ნება დაგრთოთ და ასევე იმ მიზნით, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი შეთავაზების დაბეჭდვა, ძველი შენაძენის ხილვა და თქვენი პარამეტრების შეცვლა.

 

2. მოვაჭრის პასუხისმგებლობა

 

  სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტის გაყიდვისას, “ OLYMPICSHOP.GE ” ვაჭრობს პროდუქციით და მოქმედებს, როგორც პროდუქციის გამცემი, “OLYMPICSHOP.GE” სრულად არის პასუხისმგებელი მომხმარებელთა ნებისმიერი  და ყველა ზიანის,  ზარალის, სარჩელის, ვალდებულებების  და ხარჯებისათვის, რაც სრულად ან ნაწილობრივ მისი  პროდუქტებისა და/ან მომსახურების  მიზეზით.

 

3. შეთავაზებების პროგრამის რეკლამირება

 

  პერიოდულად ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალური  სარეკლამო აქციები, კონკურსები  ან/და სხვა რაიმე სახის წამახალისებელი აქციები. შესაბამისი  წესები განთავსდება ვებ-გვერდზე  თითოეულ მსგავს აქციასთან ახლოს ან თავად რეკლამის აღწერილობაში. ჩვენ ვიტოვებთ  უფლებას,განვმარტოთ ეს წესები ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ,  თქვენ კი აქვე თანხმობას აცხადებთ ამ წესების ჩვენს მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე.

 

 

4. თანხის დაბრუნება

 

  შეკვეთის გაკეთებისა და თქვენი მითითებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ, “ OLYMPICSHOP.GE ”არც ერთ შემთხვევაში  არ აბრუნებს  უკან  ამ თანხას, მაგრამ იტოვებს  უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ დაუშვას გამონაკლისები. გაცემულ პროდუქტზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, რომელზე დაყრდნობითაც “ OLYMPICSHOP.GE ” მოახდენს შესაბამის რეაგირებას პრეტენზიების შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან.

 

 

შეწყვეტა

 

  ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ ან შევწყვიტოთ  ვებ-გვერდი ან ამოვიღოთ ნებისმიერი პროდუქტი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ  უფლებას, ჩვენი არჩევანისამებრ, ნებისმიერი  მიზეზით შევწყვიტოთ  წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასევე, წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად  შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ  თქვენ დაარღვევთ ნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ პირობას. ხელშეკრულების ნებისმიერი  მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში  თქვენ დაუყოვნებლივ  შეწყვიტავთ  ვებ-გვერდზე შესვლასა და მომსახურებით სარგებლობას. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაცემული  ნებისმიერი  პროდუქტი შენარჩუნდება  იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც კონკრეტულად ამ პროდუქტს  ეხება და დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულებაში.

 

 

გარანტიებზე უარის თქმა

 

  ჩვენ წარმოგიდგენთ ვებ-გვერდსა და მომსახურებას იმ სახით “როგორიც ის არის,” „ყველა ხარვეზით,” და “როგორც ხელმისაწვდომია.” ჩვენ, ჩვენი მომწოდებლები და პარტნიორები არ ვანხორციელებთ სპეციალურ უზრუნველყოფასა და გავცემთ გარანტიას ვებ-გვერდთან, მომსახურებასთან და პროდუქტებთან  მიმართებით. რამდენადაც ეს მაქსიმალურად დასაშვებია კანონმდებლობით, ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები, დირექტორები, წარმომადგენლები, გამყიდვლები და პარტნიორები უარს ვაცხადებთ  ნაგულისხმევ  გარანტიებზე, რომ ვებ-გვერდი და მომსახურება სარგებლობს მოთხოვნით ბაზარზე, ან გამოსადეგია ვაჭრობისათვის, არის დამაკმაყოფილებელი ხარისხის  მქონე, ზუსტი, დროული, გამოდგება კონკრეტული მიზნისა და საჭიროებისათვის, ან არ არის რაიმეს ხელყოფის გამომწვევი. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ “ OLYMPICSHOP.GE ” დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, არის უშეცდომო, სანდო, შეფერხების გარეშე ფუნქციონირებადი ან ხელმისაწვდომი ნებისმიერ  დროს. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ “ OLYMPICSHOP.GE ” –ით, მათ შორის მისი  მომსახურებით ან პროდუქციით სარგებლობიდან გამომდინარე შედეგები  იქნება ეფექტური, სანდო, ზუსტი, ან დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ჩვენ არ გავცემთ არანაირ გარანტიას კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის მითითებული ჩვენს ინფორმაციის დაცვის  პოლიტიკაში. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ თქვენ შეძლებთ ვებ-გვერდზე შესვლასა და მისი  მომსახურებით  სარგებლობას ნებისმიერ  თქვენთვის  სასურველ დროს ან ადგილას. არანაირმა სიტყვიერმა ან წერილობითმა ინფორმაციამ ან რჩევამ, რაც გაცემული იქნება “ OLYMPICSHOP.GE ” –ის წარმომადგენლის მიერ არ უნდა შექმნას გარანტია. თქვენი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენ შეიძლება გაგაჩნ&

  • Товар 4
  • Товар 1
  • Товар 2
  • Товар 3
  • Товар 6
  • Товар 5
Official Store \ Georgian National Olympic Committee © 2024