შეკვეთის დაბრუნება

გაცვლა და დაბრუნება

გაყიდვის წესი, საქონლის გაცვლა და დაბრუნება ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით რეგულირდება საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიულ—სამართლებრივი აქტებით.

სათანადო ხარისხის საქონლის გაცვლისა და დაბრუნების პირობები.

თუ ნაყიდი საქონელი არ მოგიხდათ სხვადასხვა მიზეზის გამო, შეგიძლიათ დააბრუნოთ ან გაცვალოთ სხვა საქონელზე ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ყიდვიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ საქონლის გაცვლა ან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში თუ საქონელი არ იყო მოხმარებული, შენარჩუნებული იყო მისი სახე, იარლიყი, ეტიკეტი და ასევე ყიდვის დამადასტურებელი საბუთი (სასაქონლო ან საკასო ქვითარი).

საქონლის გაცვლა ან მისი დაბრუნების საფასურის გადახდა ხორციელდება თქვენი განცხადებიდან ათი დღის ვადაში. გაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში მიწოდების საფასურს იხდით თქვენ.

გაცვლის ან დაბრუნების გაფორმებისთვის საჭიროა დაუკავშირდეთ ინტერნეტ მაღაზიის თანამშრომელს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით და აცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება.

საქონლის გაგზავნის ღირებულებას იხდის ინტერნეტ მაღაზია იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საქონელი არ შეესატყვისება თქვენს მიერ შეკვეთილს, ჩვენი მიზეზით. სხვა შემთხვევაში თქვენ დაგიბრუნდებათ მხოლოდ საქონლის საფასური.

თქვენს საყურადღებოდ მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელსა და ინტერნეტ მაღაზიას შორის წარმოიქმნება ურთიერთგაუგებრობა იმის შესახებ იყო თუ არა ნაყიდი საქონელი მოხმარებული, საკითხს გადაწყვეტს ექსპერტიზა და მის საფასურს გადაიხდის გამტყუნებული მხარე.

არასათანადო ხარისხის საქონლის გაცვლისა და დაბრუნების პირობები.

საქონლის მიღების დროს თქვენ უნდა მიწოდების სამსახურის წარმომადგენელ კურიერის თანდასწრებით დაათვალიეროთ ის, შეამოწმოთ ასორტიმენტი, შემადგენლობა, რაოდენობა, ხარისხი და სხვა მახასიათებელი(ყაიდა, ზომა, ფერი).

საქონლის მიღების შემთხვევაში თქვენი პრეტენზია აღარ მიიღება.

საქართველოს კანონის "მომხმარებლის უფლების დაცვა"—ის თანახმად, თუ თქვენს საქონელში აღმოაჩენთ ნაკლს და ამის შესახებ არ გაგიმხილათ გამყიდველმა, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ საქონლის გაცვლა ან მისი საფასურის დაბრუნება.

  • Товар 4
  • Товар 1
  • Товар 2
  • Товар 3
  • Товар 6
  • Товар 5
Official Store \ Georgian National Olympic Committee © 2024